Georgian front page slideshow

ი. ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლაში პროექტი "ახალგაზრდული გზაჯვარედინის" პრეზენტაცია გაიმართა

2013 წლის 20 დეკემბერს ი. ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლაში პროექტი "ახალგაზრდული გზაჯვარედინის" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მონაწილეების მიერ ორგანიზებულ შეხვედრას 25-მდე მოსწავლე დაესწრო. პრეზენტაცია დაახლოებით 45 წუთი გაგრძელდა. შეხვედრის დროს დამსწრეები გაეცნენ პროექტის მიზანს, მისწრაფებებსა და სამომავლო გეგმებს. ახალგაზრდა მონაწილე ელენე გაჩეჩილაძემ თანატოლებს პროექტის ახალგაზრდულ მედია ბანაკში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა და გასული თვეების განმავლობაში მომზადებული მედია მასალა აჩვენა.

ოდესაში მედია მენეჯერებისა და ექსპერტებისთვის 3 დღიანი კონფერენცია ჩატარდა

2013 წლის 23-25 ნოემბერს ოდესაში (უკრაინა) 3 დღიანი კონფერენცია „სამხრეთ კავკასიის მედია და თანამშრომლობის პერსპექტივა კონფლიქტების პრიზმაში“ გაიმართა მედია მენეჯერებისა და ექპერტებისთვის პროექტის „კონფლიქტ სენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მოწვეული ჟურნალისტები და მედია ექსპერტები ბაქოდან, ერევნიდან, თბილისიდან, სოხუმიდან, ცხინვალიდან და ყარაბახიდან და ასევე პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები „ინტერნიუსი აზერბაიჯანი“, „ინტერნიუსი საქართველო“ და „მედია ინიციატივების ცენტრი“.

„ინტერნიუსი - საქართველო“ რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

22 ნოემბერს, 13:00 საათზე „ინტერნიუსი-საქართველო“ გამართავს მედიის მონიტორინგის პროექტის "რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი - საპრეზიდენტო არჩევნები 2013" შემაჯამებელი შედეგების (16 სექტემბერი - 10 ნოემბერი) პრეზენტაციას. პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო "თბილისი მერიოტში" (რუსთაველის № 13, თამარ მეფის დარბაზი).

მონიტორინგი ჩატარდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ (ITEP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

რეგიონული ტელეკომპანიები თითქმის არ აშუქებენ საპრეზიდენტო კანდიდატთა წინასააწრჩევნო კამპანიას-მონიტორიგის ანგარიში

რეგიონული ტელეკომპანიები თითქმის არ აშუქებენ საპრეზიდენტო კანდიდატთა წინასააწრჩევნო კამპანიას და საარჩევნო პროგრამებს, ისინი უმთავრესად კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრებისა და საარჩევნო შტაბების გახსნის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას, - აღნიშნულია მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშში, რომელიც „ინტერნიუსი-საქართველომ“ ჩაატარა. მკვლევრები 16-დან 29 სექტემბრამდე საუკეთესო საეთერო დროს (19-24 საათი)  12 რეგიონულ მაუწყებელს აკვირდებოდნენ.

Pages

RSSFront page feed