-
Media.Ge - უნიკალური საიტი ქართულ მედიაზე.

ჯიმშერ რეხვიაშვილი
საქართველოში, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი, საინფორმაციო საშუალებების სიმცირეს არ უჩივიან, თუმცა ორ ასეულზე მეტ გაზეთს, ინტერნეტგამოცემას, ტელევიზიასა და რადიოსადგურს შორის საიტი media.ge ერთადერთი საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც, ძირითადად, მედიისათვის ან მედიის მუშაობით დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის საჭირო ინფორმაციას აგროვებს და ავრცელებს.
-
“ჩვენი ექსპრესი“ 26 მარტიდან „მზეზე“

„ინტერნიუსი - საქართველოს" ახალგაზრდული პროგრამა "ჩვენი ექსპრესი" ეთერში ბრუნდება, ამჯერად, ის ტელეკომპანია „მზეზე" 26 მარტიდან გავა (ყოველ პარასკევს 19:30 საათზე).
"ჩვენი ექსპრესი" 2009 წლის იანვრაში ეთერის გარეშე დარჩა, თუმცა სიუჟეტებს საკუთარ ბლოგზე (http://blog.teentv.ge) აქვეყნებდა.
-
"ინტერნიუსი-საქართველო"-სასწავლო კურსი რადიო რეპორტაჟში მრავალფეროვნების გაშუქების შესახებ
”ინტერნიუსი”, ”რადიო ნიდერლანდების ტრენინგ-ცენტრი” (RNTC) (ნიდერლანდები) და “მედიის განვითარების ცენტრი” (MDC) (ბულგარეთი) ორგანიზებას უწევს 10 დღიან სასწავლო კურსს რადიო რეპორტაჟში მრავალფეროვნების გაშუქების შესახებ.
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 12 ჟურნალისტი. დასწრება სავალდებულოა.
-
"ინტერნიუსი-საქართველო"-სასწავლო კურსი „ბავშვთა საკითხების გაშუქება სატელევიზიო რეპორტაჟში“
”ინტერნიუსი”, ”რადიო ნიდერლანდების ტრენინგ-ცენტრი” (RNTC) (ნიდერლანდები) და “მედიის განვითარების ცენტრი” (MDC) (ბულგარეთი) ორგანიზებას უწევს 10 დღიან პრაქტიკულ სასწავლო კურსს სატელევიზიო რეპორტაჟში ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ.
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 12 ტელე-ჟურნალისტი. დასწრება სავალდებულოა.
-
ინტერნიუსმა ჩაატარა თელავში სემინარი „გავეცნოთ ევროკავშირს“
სემინარი - "გავეცნოთ ევროკავშირს" გაიმართა 30-31 ოქტომბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
ის გლობალურ პოლიტიკაში ევროკავშირის როლის და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.
-
"ინტერნიუსი" აცხადებს კონკურსს 2 ვაკანსიაზე
ფონდი "ინტერნიუსი" პროექტისთვის "ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი" აცხადებს კონკურსს ჟურნალისტის (ბეჭდვითი მედია) 2 ვაკანსიაზე. პროექტი ევროკომიის მხარდაჭერით ხორციელდება.
-
რეგიონული მედია ახალი მედიის კვალდაკვალ
14, 15 და 16 სექტემბერს ფონდში "ინტერნიუსი" ჩატარდა სემინარები სამოქალაქო ჟურნალისტიკაში რეგიონული სიახლეების პორტალის - REGIONS.GE-ს პარტნიორი გაზეთების ჟურნალისტებისათვის. პროექტი ”რეგიონული მედია ახალი მედიის კვალდაკვალ” "ფაბლისითი ჯგუფის" ინიციატივითა და ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
-
”ინტერნიუსი”: სასწავლო კურსი სატელევიზიო რეპორტაჟის წარმოებაში
”ინტერნიუსი”, ”რადიო ნიდერლანდების ტრენინგ-ცენტრი” (RNTC) (ნიდერლანდები) და “მედიის განვითარების ცენტრი” (MDC) (ბულგარეთი) ორგანიზებას უწევს 4-კვირიან (20 დღე) პრაქტიკულ სასწავლო კურსს საინფორმაციო გამოშვებისთვის სატელევიზიო რეპორტაჟის წარმოებაში.
ღონისძიება ჩატარდება თბილისში ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი: 18-27 სექტემბერი (10 დღე)
მეორე ეტაპი: 5-16 ოქტომბერი (10 დღე; დასვენება 10-11 ოქტომბერს)
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 6 ჟურნალისტი. ორივე ეტაპზე დასწრება სავალდებულოა. -
ინტერნიუსმა ბათუმში ჩაატარა სემინარი „გავეცნოთ ევროკავშირს“

სემინარი - “გავეცნოთ ევროკავშირს” გაიმართა 26-27 ივნისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვის.
ღონისძიება ჩატარდა ფონდი “ინტერნიუსის” პროექტის „გავეცნოთ ევროკავშირს“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.
- 1
- 2
- მომდევნო ›
- ბოლო»
