ქუჩის არტ ფესტივალი "არტ აქტივი" 2013

ქუჩის ფესტივალი „არტ აქტივი” არის ამ სახის პირველი ქუჩის ფესტივალი, რომელიც ჩატარდება საქართველოს რეგიონებში, პროექტი ფინანსდება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მიერ. ღონისძიებები გამიზნული არის როგორც ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა განსაკუთრებით ითვალისწინებს 10-30 წლის ასაკის ახალგაზრდულობის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.როექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ორგანიზებულია ინტერნიუს-საქართველოს მიერ 2 მოწვეულ ხელოვან-კურატორთან ერთად ნინი ფალავანდიშვილი (გეოეარი) და თამარა ბოკუჩავა (სოციალური ფოტოგრაფიიის ფონდი კავკასიაში), რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის მხატვრულ სახეს.

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ და მოწვეულ ხელოვანთა შეკრებას, აზრთა გაზიარებას და თანამშრომლობას, რათა მისცეს შანსი თითოეულ ქალაქს გამოხატოს საკუთარი თავი, სცადოს და აჩვენოს საკუთარი სახე, ტკივილი თუ სიხარული, მისცეს ხმა ახალგაზრდობას, რათა მათ მოახდინონ რეაგირება და შეცვალონ მათისაერთო ურბანული გარემო. ქუჩის ხელოვნების ელემენტებით ჩვენ ვგულისხმობთ დავინახოთ მიმდინარე მოვლენები, ქვეყნისა და ქალაქის რეალისტური მდგომარეობა, ქვეყნის და საზოგადოების ზოგადი დამოკიდებულება ამ ქალაქის მიმართ. ამას შეუძლია მოგვცეს შანსი პროვოცირება მოვახდინოთ მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საკითხების ურთიერთ გაცვლაზე და დაიწყოს საჯარო დიალოგი ქუჩაში ხელოვანებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

ფესტივალი არტ აქტივის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების აღწერა

ზუგდიდი

16 ივნისი, 11.00 საათი, პირველი საჯარო სკოლის ეზო

ზუგდიდის ღონისძიება ორგანიზებულია 5 მადრიდელ ხელოვანთან ერთად, “Boamistura” http://www.boamistura.com. იდეა გამოიხატება იმაში, რომ ესპანელმა ხელოვანებმა ადგილობრივ ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებთან და თბილისის 203 სკოლის სმენა და მეტყველება შეზღუდულ ბავშვებთან ერთად მოხატონ ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის კედელი. ესპანელ ხელოვანებს დიდი გამოცდილება აქვთ უცხო ქვენყნებში ახალგაზრდობასთან ურთიერთობის და თანამშრომლობის. პროექტი ითვალისწინებს ხელოვნების გამოყენებით შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების ინტეგრირებას საზოგადოებაში და კედლის მხატვრობის გაკეთებას, ამბების თხრობას და სხვა კულტურული აქტივობებს როგორიცაა ფლეშ მობი, თიხით მუშაოაბა, სადაც მათ ექნებათ თავისუფალი არჩევანი ფერსა და ფორმებში, სპორტული შეჯიბრებები, სახალისო კონკურსები და სხვა სურპრიზები. " ბოა მისტურა" ჩამოყალიბდა მადრიდში, ესპანეთში 2001 წელს. სახელი 'ბოა მისტურა" პორტუგალიურად კარგ მიქსტურას, ნიშნავს რაც მისი წევრების ხედვის მრავალფეროვნებას გულისხმობს, ერთად მუშაობისას კი ქმნის რაღაც გამორჩეულ, განსაკუთრებულს ნაზავს. ჯგუფი ძირითადად საჯარო სივრცეზე მუშაობს და განხორციელებული აქვს პროექტები ესპანეთში, სამხრეთ აფრიკაში, ალჟირში, გერმანიში, ნორვეგიასა და ბრაზილიაში,

მესტია

3-4 აგვისტო 2013 წელი

მესტიის ღონისძიებისთვის მოწვეული სტუმარია ბრიტანელი ხელოვანი რიჩარდ რეინოლდსი http://goodatmagic.com/. მესტიაში დღესდღეისობით ძალიან მწვავად დგას ნაგვის ნაგავსაყრელის პრობლემა. ეს ღონისძიებაც პირდაპირ ეხმაურება არსებულ ვითარებას და არის პლასტიკური ნარჩენების შემცირების არაპირდაპირი პროპაგანდა ახალგაზრდობის ცნობიერებაზე ზეგავლენის მცდელობით. ღონისძიების ფარგლებში ბავშვები სვანეთის 5 სკოლიდან და ადგილობრივი მოსახლეობა ერთად იმუშავებენ მესტიაში დაბინძურებული ტერიტორიების გასაფთავებაზე, შემდეგ მოსწავლეებთან და ზოგადად მოსახლეობასთან ერთად მოეწყობა ვორკშოპი ნივთების მეორადი გამოყენების შესახებ, დასასრულს კი მოეყობა პარტიზანული მებაღეობა/გამწვანების აქცია, სადაც აქტიურად უნდა ჩაერთოს მოსახლეობა. ბოლო დროის განმავლობაში მესტიაში ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა არამარტო დაუკარგეს ქალაქს პირვანდელი სახე და სიმწვანის განცდა, არამედ სამშენებლო ნარჩენის ბუნებაში გადაყრის გზით დიდი ზიანი მიაყენა ბუნებას. რიჩარდ რეინოლდსის სურვილია დაუბრუნოს ქალაქს სიმწვანე და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად გაალამაზოს იგი. არაორგანული მასალის გამოყენების შემცირების მიზნად იგეგმება მოსწავლეებთან ერთად ნაჭრის ჩანთების შეკერვა, რაც გაზრდის მათ მოტივაციას მოიხმარონ საკუთარი ნამუშევრები, ასევე დაგეგმილია ამ ჩანთების ღონისძიების მანძილზე საჯაროდ გაყიდვა, რაც უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევს ახალგაზრდობის მიერ შექმნილ პროდუქტს.

რუსთავი

15-17 ოქტომბერი, 2013 წელი

რუსთავის ღონისძიებისთვის მოწვეული არის ხელოვანთა დუეტი http://www.roomservices.org/about/about.htm, რომლებიც იმუშავებენ ახალი უისტიციის სახლის შენობის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად (ყოფილი ფასადი „ნეტარი“). ხელოვანთა იდეა გამოიხატება გაალამაზოს შენობის ფასადი მოსახლეობასთან ერთად, მაგრამ ბოლო დროს მიმდინარე „ფასადიზაციის” საპირისპიროდ, ევრენ უზერის და ოტო ფონ ბუშის პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობასთან ურთიერთობას, მათი სურვილების და მოთხოვნილებების გათვალისწინებას და ამის საფუძველზე შენობის გარე იერსახის შეცვლას. პროექტის რეზულტატი შეიძლება იყოს გამწვანება, სხვადასხვა საბაღე კულტურების მოშენება, რომლებიც შემდგომ კულინარიაში შეიძლება იყოს გამოყენებული, დეკორატულ-პრაქტიკული ელემენტების შექმნა, რომლებიც თუ მოსახლეობისთვის არა, შეიძლება ფრინველებისთვის იყოს გამოყენებული.

ზოგადად, ყველა ზემოთჩამოთვილილი, არტ აქტივის ფარგლებში დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მათი გარემოს შექმნაში, გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა და პასუხისმგებლობის გაზიარება ერთმანეთის და გარემოს მიმართ.

ორგანიზატორები იმედს ვიტოვებთ, რომ 2013 წლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს მომავალ წელს, უფრო მეტ საინტერესო ხელოვანს მოიზიდავს და ადგილობრივ ახალგაზრდობასთან ერთად საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ქუჩის ხელოვნების განვითარებას.