Georgian front page slideshow

გიწვევთ “ბათუმის ევროპული კაფეზე”

kafe

ინტერნიუსი-საქართველო იწვევს აჭარის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტ-ბაკალავრებს ღონისძიებაზე „ბათუმის ევროპული კაფე“, რომელიც 26 თებერვალს, 12 საათზე ბათუმში გაიმართება. შეხვედრის ადგილია ბათუმის "ლიტერატურული კაფე", კ.გამსახურდიას 18.

"ბათუმის ევროპული კაფე" ითვალისწინებს ილიას უნივერსიტეტის პროფესორის თორნიკე გურულის ლექცია-ტრენინგს თემაზე - "იდეები სოციალური ჩართულობისთვის" და საერთაშორისო განათლების ცენტრის და EducationUSA-ს მრჩევლის დალი ხომერიკის საუბარს თემაზე "საერთაშორისო განათლების შესაძლებლობები".

ინტერნიუსი-საქართველო აცხადებს მედიაპარტნიორების შესარჩევ კონკურსს

ინტერნიუსი-საქართველო  აცხადებს კონკურსს საქართველოში ცხრა ადგილობრივი მედიაპარტნიორის შესარჩევად პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში

1. ზოგადი ინფორმაცია

“ინტერნიუსი საქართველო”, “ინტერნიუს ნეთვორქთან” თანამშრომლობით იწყებს ახალ რეგიონულ პროექტს „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.“

ICFJ და MDI იღებს საგრანტო განაცხადებს, მათ შორის საქარველოდან

ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი (ICFJ) და მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი (MDI) პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, იღებს საგრანტო განაცხადებს პროგრამის Eurasia Media Innovation Challenge ფარგლებში

ინოვაციური მიდგომების გამოყენებით დაფინანსდება საინფორმაციო კონტენტის, დოკუმენტური ფილმების და სხვა, წარმოება. გრანტის ოდენობა- 5-დან 100 ათას აშშ დოლარამდე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა-21 მარტი, 2017 წელი.

Pages

RSSFront page feed