Georgian front page slideshow

რეგიონული ტელეკომპანიები თითქმის არ აშუქებენ საპრეზიდენტო კანდიდატთა წინასააწრჩევნო კამპანიას-მონიტორიგის ანგარიში

რეგიონული ტელეკომპანიები თითქმის არ აშუქებენ საპრეზიდენტო კანდიდატთა წინასააწრჩევნო კამპანიას და საარჩევნო პროგრამებს, ისინი უმთავრესად კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრებისა და საარჩევნო შტაბების გახსნის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას, - აღნიშნულია მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშში, რომელიც „ინტერნიუსი-საქართველომ“ ჩაატარა. მკვლევრები 16-დან 29 სექტემბრამდე საუკეთესო საეთერო დროს (19-24 საათი)  12 რეგიონულ მაუწყებელს აკვირდებოდნენ.

თურქეთში თბილისელი, სოხუმელი და ცხინვალელი სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა

 

 

2013 წლის 1-9 სექტემბერს ქემერში (თურქეთი) მედია ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 15-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა თბილისიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან.

ტრენინგის ძირითად თემას ჟურნალისტიკა და სოციალური აქტივიზმი წარმოადგენდა; ადგილობრივი და უცხოელი ტრენერები მონაწილე ახალგაზრდებს ტექნიკური უნარ ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარნენ, რათა მათ სამომავლოდ დამოუკიდებლად შეექმნათ მედია კონტენტი.

მესტიაში გაიმართება ქუჩის ფესტივალი “არტ აქტივი” 2013 (ევროპის კულტურული ფაბრიკა)

3-4 აგვისტო, 11:00 საათზე, მესტიაში, ბეთქილის ტერიტორიასა და პირველი საჯარო სკოლის ეზოში „ინტერნიუსი-საქართველო“ევროკავშირის პატრონაჟით, მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად, გამართავს  ქუჩის ფესტივალს “არტ აქტივი” 2013.

„გავეცნოთ ევროკავშირს“- სემინარი ზუგდიდის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის

„ინტერნიუსი-საქართველოს“ ორგანიზებით,  7-8 ივნისს,   ზუგდიდის საჯარო სკოლების მასწავლებვლებისთვის, ჩატარდა საინფორმაციო ტრენინგი თემაზე  „გავეცნოთ ევროკავშირს“.

სემინარი ევროპული ინტეგრაციის, გლობალურ პოლიტიკაში ევროპის კავშირის როლსა და საქართველოთან თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. მას უძღვებოდნენ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი   კახა გოგოლაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სერგი კაპანაძე.

Pages

RSSFront page feed