Georgian front page slideshow

დიდი ბრიტანეთის ელჩმა “ჩვენი ექსპრესის” ჟურნალისტებისთვის არაფორმალური პრეს-კონფერენცია გამართა

ახალგაზრდული გადაცემა “ჩვენი ექსპრესის” ჟურნალისტები 14 დეკემბერს ბრიტანეთის საელჩოში საქართველოში არაფორმალურ პრეს-კონფერენციაზე იყვნენ მიწვეულნი. შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯუდით გოფი თინეიჯერებს თავის შთაბეჭდილებებზე, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში არაფორმალი ახალგაზრდების მდგომარეობის განსხვავებებზე, განათლების სისტემასა და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე ესაუბრა. ასევე უპასუხა კითხვებს რელიგიური და ეროვნული უმცირესობების მდგომარეობაზე ორივე ქვეყანაში.

„ჩვენი ექსპრესი“ რეგიონულ არხებზეც გავა

გადაცემა „ჩვენი ექსპრესი“ უკვე რეგიონული ტელეარხების საშუალებითაც გადაიცემა. შეთანხმება „ინტერნიუსი-საქართველოსა“ და სატელევიზიო  ქსელს TV net-ს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა.

გადაცემა   კვირაობით, საღამოს 6 საათზე, ტელეკომპანია „თრიალეთი“-ს (გორი) და L-TV-ის (ლაგოდეხი) არხებზე  გავა. უახლოეს მომავალში მათ ჩამონათვალს TV net-ის  წევრი სხვა მაუწყებლებიც  შეუერთდებიან.

ციფრული ტელევიზიის თემაზე ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული Media.Ge-ს ჟურნალისტი გახდა

"ინტერნიუსი - საქართველომ" 16 თებერვალს კონკურსში თემაზე „ციფრული ტელევიზია საქართველოში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი ტრენინგის ფარგლებში „ციფრული ტელევიზია და კომერციული სატელევიზიო პლატფორმების გაშუქება“ გამოცხადდა, რომელიც  2011 წლის 2-3 დეკემბერს ჩატარდა.  

კონკურსში პირველი ადგილი Media.Ge-ს ჟურნალისტმა ნატა ძველიშვილმა დაიკავა. მისი საკონკურსო მასალა „რა იცვლება ტელემაყურებლებისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით?“ ჟიურიმ საუკეთესოდ შეაფასა.

გამოიცა „ქართული მედიის ცნობარი-2012“

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხრდაჭერით, „ ინტერნიუსი- საქართველომ“  გამოსცა  „Media.Ge-ს მედიაატლასის ბეჭდური ვერსია „ქართული მედიის ცნობარი-2012“.

ცნობარში თავმოყრილია  67 ჟურნალ-გაზეთის, 28 ინტერნეტ გამოცემის, 33 რადიოსა და ტელეკომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია. მონაცემთა ბაზის ელექტრონული ვერსიის განახლების და  წიგნად გამოცემის პროცესი  დაემთხვა 20120 წლის პარლამენტის არჩევნების წინა და შემდგომ  პერიოდს, როცა ზოგიერთმა მედიასაშუალებამ  რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი, ფორმატი, ზოგიერთი კი - დაიხურა.

Pages

RSSFront page feed