Georgian front page slideshow

"გავეცნოთ ევროკავშირს" - სემინარი ქუთაისის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის

„ინტერნიუსი-საქართველოს“ ორგანიზებით,  2-3  დეკემბერს,    ქუთაისის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის  საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს"  ჩატარდა.  სემინარი ევროპული ინტეგრაციის, გლობალურ პოლიტიკაში ევროპის კავშირის როლსა და საქართველოთან თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.

სემინარს  ქუთაისის სხვადასხვა  საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, ისტორიის და გეოგრაფიის 34  პედაგოგი დაესწრო.

სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

11-12 ივნისს  ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს". სემინარი   ევროკავშირის  ინსიტუტების,  გლობალურ   პოლიტიკაში ევროკავშირის როლის და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის  საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.  

სემინარს სხვადასხვა ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტი დაესწრო. პროექტის მიზანი ევროკავშირის სტრუქტურებში და მისი მუშაობის სპეციფიკაში ქარათველი ახალგაზრდების ცოდნის გამოვლენა და მათთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაა.

სემინარი თელავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისათვის

საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" 2010 წლის 22-23  ოქტომბერს თელავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის გაიმართა . სემინარი ევროპული ინტეგრაციის, გლობალურ პოლიტიკაში ევროპის კავშირის როლსა და საქართველოთან თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.

სემინარს ქალაქ თელავის ცხრა საჯარო სკოლის სხვადასხვა საგნის (ძირითადად ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების) 35-მდე პედაგოგი დაესწრო.

სასწავლო კურსი მრავალფეროვნების გაშუქება რადიო რეპორტაჟში, თბილისი, 7-16 დეკემბერი, 2009წ

”ინტერნიუსი”, ”რადიო ნიდერლანდების ტრენინგ-ცენტრი” (RNTC) (ნიდერლანდები) და “მედიის განვითარების ცენტრი” (MDC) (ბულგარეთი) ორგანიზებას უწევს  10 დღიან სასწავლო კურსს რადიო რეპორტაჟში მრავალფეროვნების გაშუქების შესახებ.

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 12 ჟურნალისტი. დასწრება სავალდებულოა. ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  2009 წლის 25 ნოემბერი.

Pages

RSSFront page feed