ენები

რადიოგადაცემა "ევროხედვა"


ყოველი კვირის ხუთშაბათს, 14:00 საათზე რადიო "მწვანე ტალღის" პირდაპირ ეთერშია გადაცემა "ევროხედვა".

თითოეული 45 წუთიანი გადაცემა ერთ კონკრეტულ თემას ეძღვნება და რამდენიმე ნაწილისგან შედგება:

  • ევრომიმოხილვა - გადაცემის ამ ნაწილში წარმოდგენილია ზოგადი ინფორმაცია ევროკავშირის ინსტიტუციური სტრუქტურებისა და მუშაობის შესახებ; ის პროგრამები და პროექტები, რომელსაც ევროკავშირი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებს;
  • წარმატებული ისტორიები - გადაცემის ეს ნაწილი ეთმობა ინიციატივებს, რომლებიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გატარდა, მოყვანილია კონკრეტული მაგალითები საქართველოში ევროკავშირის მუშაობის შესახებ;
  • დისკუსია - გადაცემის ძირითადი ნაწილია. თითოეული პროგრამის მთავარი თემის შესახებ სტუდიის სტუმრები და რადიომსმენელები ღია დისკუსიებს მართავენ.
  • რეპორტაჟი - რიგითი მოქალაქეების ერთგვარი გამოკითხვა. მათ სტუდიაში განსახილველ თემებთან დაკავშირებით შეკითხვებს უსვამენ.
  • სატელეფონი ინტერვიუ ექსპერტთან - გადაცემის  ეს მონაკვეთი ეთმობა სატელეფონო ინტერვიუებს ევროგაერთიანების, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რომლებიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობენ.
  • სატელეფონო ზარი რადიომსმენელებისგან - ყველა გადაცემაში მსმენელებს საშუალება აქვთ სატელეფონო ზარის საშუალებით საკუთარი აზრი გამოთქვან გადაცემის თემასთან დაკავშირებით და შეკითხვები დაუსვან სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს.  

უკვე ეთერში გასული გადაცემის 5 წუთიანი 8 მონაკვეთი მომდევნო, ახალი გადაცემის ეთერში გასვლამდე მთელი კვირის განმავლობაში ყოველდღე საათში ერთხელ 10:15, 11:15, 12:15 13:15, 15:15. 16:15, 17:15. 19:15 საათებში გადაიცემა.

..