ჩვენს შესახებ
"ინტერნიუსი-საქართველო" წარმოადგენს ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან მოღვაწეობს. ჩვენ გვჯერა, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შესაძლებელია დამოუკიდებელი მედიის გაძლიერების და საზოგადოებისთვის სასარგებლო, ღია საკომუნიკაციო პოლიტიკის სტიმულირების გზით. ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ემსახურება როგორც მედიის პროფესიონალებს ასევე საქართველოს საზოგადოებას, რათა ისინი უფრო გააქტიურდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და თავისი აქტიურობით შესაძლებელი გახადონ პოზიტიური ცვლილებები.
"ინტერნიუსი-საქართველო" სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს:
1) სერტიფიცირებული სასწავლო კურსები/ტრენინგები
2) ვიდეო, აუდიო, ბეჭდვითი და ონლაინ წარმოება
3) ადვოკატირება
2009 წელს ჩვენ მოვიზიდეთ 584,000 აშშ დოლარი, რომლის 12% წარმოადგენს კომერციული მეწარმეობით მიღებულ შემოსავალს.
"ინტერნიუსი-საქართველოს" მისიის განხორციელებას ემსახურება სრულ საშტატო განაკვეთზე მყოფი 22 თანამშრომელი და მრავალი კონტრაქტორი.