ინტერნიუსმა ბათუმში ჩაატარა სემინარი „გავეცნოთ ევროკავშირს“

სემინარი - “გავეცნოთ ევროკავშირს” გაიმართა 26-27 ივნისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვის.
ღონისძიება ჩატარდა ფონდი “ინტერნიუსის” პროექტის „გავეცნოთ ევროკავშირს“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.
პროექტის მიზანი ევროკავშირის სტრუქტურებში და მისი მუშაობის სპეციფიკაში ქარათველი ახალგაზრდების ცოდნის გამოვლენა და მათთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაა.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ექვსი სხვადასხვა უნივერსიტეტის (გორი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი, ახალციხე) სტუდენტებისა და ლექტორებისათვის სემინარების მოწყობას. გორსა და ქუთაისში სემინარები უკვე ჩატარდა.
ბათუმში გამართულ სემინარზე მომხსენებლები იყვნენ ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე და ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) დირექტორი კახა გოგოლაშვილი. საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პირველი მრჩეველი, პოლიტიკური, ეკონომიკური და პრესის განყოფილების უფროსი რობინ ლიდელი და ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი.
რობინ ლიდელიმ სემინარის მონაწილეებთან ისაუბრა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე და მის სამოქმედო გეგმაზე საქართველოსთვის. ხოლო ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა მიმოიხილა
ევროპის საგანმანათლებლო პროგრამები. განასკუთღებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის გაცვლით სასწავლო პროგრამებსა და სტიპენდიების მიღების პროცედურებს.
სემინარის მსვლელობის დროს სტუდენტებს ევროკავშირის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური ფილმების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. გაიმართა დისკუსიებიც.
სემინარის დასასრულს სტუდენტებმა მოამზადეს თემა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები - MP3 პლეიერები. სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.