დოკუმენტური ფილმები
"ინტერნიუსი" მუშაობს 10 დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე. ოცწუთიან დოკუმენტურ ფილმებში ასახული იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სფეროები. თითოეული ფილმი ერთ კონკრეტულ თემას მიეძღვნება, პროექტს, რომელსაც ევროკავშირი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოში ახორციელებს.
ფილმებზე "ინტერნიუსის" მიერ აყვანილი რეჟისორი და ჟურნალისტები მუშაობენ.
დოკუმენტური ფილმები ნაჩვენები იქნება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით. მათი გადაღება და ჩვენება ორ ციკლად არის გათვალისწინებული. პირველ ხუთ ფილმს მაყურებელი 2010 წლის იანვარ-თებერვალში იხილავს, მომდევნო ხუთს კი - 2010 წლის მაის-ივნისში.
ფილმები ასევე თარგმნილი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ეროვნული უმცირესობებით ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონების მცხოვრებლებისთვის. თარგმნილი ფილმები ადგილობრივი ტელევიზიების ეთერით იქნება ნაჩვენები. კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტელეკომპანიების "ATV-12" (ახალქალაქი) და "ფარავანი" (ნინოწმინდა), ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში - "მე-12 არხის" (ბოლნისი) და "მარნეული TV"-ის (მარნეული) ეთერით.
დოკუმენტური ფილმი "ლიდერობის გაკვეთილები"
რეჟისორი - თომა ჩაგელიშვილი
ავტორი - ეკა ქადაგიშვილი
ოპერატორი - გელა ყაველაშვილი
დოკუმენტური ფილმი "ევროპა ჯავახეთში"
რეჟისორი - თომა ჩაგელიშვილი
ავტორი - დაჩი გრძელიშვილი
ოპერატორი - დავით ლომიძე
დოკუმენტური ფილმი "განსხვავებული ბავშვობა"
რეჟისორი - თომა ჩაგელიშვილი
ავტორი - რუსიკო ცხომელიძე
ოპერატორი - რამაზ გიორგაშვილი
დოკუმენტური ფილმი "მარადიული მდინარე"
რეჟისორი - თომა ჩაგელიშვილი
ავტორი - დაჩი გრძელიშვილი
ოპერატორები - გელა ყაველაშვილი, დავით ლომიძე
დოკუმენტური ფილმი "მეორე ნაპირი"
რეჟისორი - თომა ჩაგელიშვილი
ავტორი - სოფო მოსიძე
ოპერატორი - რამაზ გიორგაშვილი
დოკუმენტური ფილმი "მწვანე მარშრუტი"
რეჟისორი - თომა ჩაგელიშვილი
ავტორი - ეკა ქადაგიშვილი
ოპერატორი - გელა ყაველაშვილი
დოკუმენტური ფილმი "სანამ ექიმი მოვა"
რეჟისორი - თომა ჩაგელიშვილი
ოპერატორი - გელა ყაველაშვილი
დოკუმენტური ფილმი "სასჯელი 18 წლამდე"
რეჟისორი - თომა ჩაგელიშვილი
ავტორი - სალომე ჯაში
ოპერატორი - რამაზ გიორგაშვილი
- 1
- 2
- მომდევნო ›
- ბოლო»
