"ინტერნიუსი-საქართველო"-სასწავლო კურსი რადიო რეპორტაჟში მრავალფეროვნების გაშუქების შესახებ
”ინტერნიუსი”, ”რადიო ნიდერლანდების ტრენინგ-ცენტრი” (RNTC) (ნიდერლანდები) და “მედიის განვითარების ცენტრი” (MDC) (ბულგარეთი) ორგანიზებას უწევს 10 დღიან სასწავლო კურსს რადიო რეპორტაჟში მრავალფეროვნების გაშუქების შესახებ.
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 12 ჟურნალისტი. დასწრება სავალდებულოა. ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 25 ნოემბერი.
კურსი ორგანიზებულია სამწლიანი პროექტის - „ინიციატივა საქართველოში ელექტრონული მედიის განვითარებისათვის სასწავლო საქმიანობების გაძლიერების გზით“ (Georgian Initiative for the Enhancement of Broadcast Training Activities) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ MATRA-ს პროგრამის ფარგლებში. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ელექტრონული მედიის ინფორმაციული და საგანმანათლებლო როლის გაძლიერება.
სასწავლო კურსის პროგრამა და მეთოდოლოგია შემუშავებული იქნა ადგილობრივი ტრენერის მიერ ბულგარელი და ჰოლანდიელი პარტნიორების დახმარებით. კურსი მაქსიმალურად მიესადაგება ქართულ რეალობას და ასახავს ადგილობრივ საჭიროებებს. კურსს ჩაატარებს 2 ტრენერი (თინათინ ცისკარაძე და ეკა ფირცხალავა).
კურსის მიზანი და სტრუქტურა:
სასწავლო კურსი როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ხასიათს ატარებს, და ჩატარდება გარკვეული გამოცდილების მქონე რადიო ჟურნალისტებისთვის. კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას საინფორმაციო გამოშვებებისთვის თემატური რადიო სიუჟეტების წარმოების კუთხით (თემა-მრავალფეროვნება). კონკურსის შედეგად გამოვლინდება 12 რადიო ჟურნალისტი. სასწავლო კურსი უფასოა. რეგიონალურ ჟურნალისტებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის ხარჯები და უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით და სასტუმროთი. თბილისელი მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით. კონკურსში გამარჯვებული 12 ჟურნალისტი იღებს ვალდებულებას დაესწროს ტრენინგის მთლიან კურსს (10 დღე). წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილეები არ დაიშვებიან კურსზე და/ან გარიცხულნი იქნებიან კურსიდან.
მოთხოვნები:
- აპლიკანტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (როგორც რეპორტიორი, საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი) და მოღვაწეობდეს რეგიონალურ ან ნაციონალური რადიო კომპანიაში.
- გარკვეული უპირატესობა მიენიჭება ჟურნალისტებს, რომლებიც წარმოადგენენ ისეთ რეგიონებს, სადაც ფართოდ არიან წარმოდგენილი ეროვნული უმცირესობები; თუმცა, ყველა შემთხვევაში გამორჩეული ინტერესი მიექცევა აპლიკანტის სურვილს შეისწავლოს რადიო რეპორტაჟის საშუალებით მრავალფეროვნების გაშუქების სპეციფიკა.
- აპლიკანტის რადიო კომპანია რეგულარულად უნდა აწარმოებდეს საინფორმაციო პროგრამებს;
- აპლიკანტს უნდა გააჩნდეს იმის სურვილი, რომ შეიძინოს ან განავითაროს პროფესიული უნარ-ჩვევები საინფორმაციო გამოშვებისთვის რადიო რეპორტაჟის წარმოებაში; უნდა იყოს პროაქტიული და მოტივირებული;
„ინტერნიუსი“ ასევე მოუწოდებს თავის კურსდამთავრებულებს მონაწილეობა მიიღონ შემოთავაზებულ ტრენინგში.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- რეზიუმე ქართულ ენაზე, რომელიც ასახავს აპლიკანტის პროფესიულ და აკადემიურ მიღწევებს;
- მოტივაციის წერილი ქართულ ენაზე, რომელშიც ახსნილი იქნება თუ როგორ იმოქმედებს ამ კურსის გავლა მათ საქმიანობაზე. წერილის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას.
აპლიკაცია (რეზიუმე და მოტიცავიის წერილი) უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფორმატით ”ინტერნიუსის” შემდეგ ელ-მისამართზე: kakulia@internews.ge (ეკა კაკულია). ელექტრონული წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს ‘Training Course Applicant_Radio’. ასევე მიიღება ამობეჭდილი აპლიკაციებიც შემდეგ მისამართზე: 14/22 პაოლო იაშვილის ქ, თბილისი 0105. „ინტერნიუსის“ ტელეფონებია: 92-33-95/96/97
არასრული აპლიკაციების წარმდგენი პირები ავტომატურად გაეთიშებიან კონკურსს. „ინტერნიუსი“ მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულებს დაუკავშირდება 2009 წლის 30 ნოემბერს დღის ბოლომდე.