ახალგაზრდული გზაჯვარედინი

ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) დაფინანსებით განხორციელებული პროექტი "ახალგაზრდული გზაჯვარედინი" მიზნად ისახავს საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელ ახალგაზრდებს (18-დან 25 წლამდე) შორის მეგობრული კავშირების დამყარებას, ერთობლივი მედია ტრენინგის, მედია კონტენტის შექმნაში ჩართულობის და დიალოგის საშუალებით.

სათემო ლიდერებისა და პოტენციური მონაწილეების ნდობის აღდგენის მიზნით, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები თემის დონეზე ითანამშრომლებენ დაინტერესებულ პირებსა და ინსტიტუციებთან, როგორიცაა ახალგაზრდული ორგანიზაციები და ადგილობრივი მედია. პროექტის ცნობადობის ამაღლებისა და მხარდაჭერისთვის ჩატარდება ღია შეხვედრები; მონაწილეებს შორის დემოგრაფიული ბალანსის შესანარჩუნებლად, თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში პროექტის განმახორციელებელი გუნდები დამოუკიდებლად შეარჩევენ კონკრეტული რეგიონის/ქალაქის წარმომადგენელ მონაწილეებს.

პროექტის ღონისძიებებში შედის მედია ბანაკის ორგანიზება 15 მონაწილისთვის აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და საქართველოდან. ისინი გაივლიან ტრენინგს სხვადასხვა თემებზე და შეიძენენ მედია კონტენტის შექმნისთვის საჭირო ტექნიკურ უნარ ჩვევებს. ბანაკის შემდეგ მონაწილეები ინდივიდუალურ სტატიებს მოამზადებენ მათი თანატოლებისთვის საინტერესო საკითხებზე. ტრენინგის ერთერთი ძირითადი კომპონენტი ვებ-ჟურნალის შექმნაა, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლისა და კონტენტის გაზიარების პლატფორმას.

2013 წლის ოქტომბრიდან მონაწილეების მიერ შექმნილი ვიდეო მასალა ყოველთვიურად გადაიცემა საქართველოს ტელევიზიაში. პროგრამები, რომლებიც ხელს გააშუქებენ ტოლერანტულობის და დიალოგის საკითხებს, რეგულარულად განთავსდება ვებ-ჟურნალში პროექტის ყველა სამიზნე რეგიონის მონაწილეების მიერ.

ვებ პლატფორმაზე განთავსდება მონაწილეთა მიერ მომზადებული სტატიები, ფოტოები და სხვა მედია პროექტები. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდები დამოუკიდებლად იმუშავებენ ჯგუფებში, ისინი მუდმივი კომუნიკაციის საშუალებით ერთობლივად მოამზადებენ კონტენტს ვებ-ჟურნალისთვის.

პროექტი "ახალგაზრდული გზაჯვარედინის" შემაჯამებელ ეტაპზე ჩატარდება ახალგაზრდული ფილმის ფესტივალი, რომელშიც ჩართული იქნებიან სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დ.ა.შ.

პროექტი იზრუნებს მონაწილეთა უნარ ჩვევების ამაღლებაში, რომელიც მათ სამომავლოდ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. ისინი იმუშავებენ არსებული სტერეოტიპების შეცვლასა და ახალგაზრდა ადამიანებისთვის საინტერესო მესიჯების შემუშავებაზე. მონაწილეები შეიძენენ ცოდნას და გამოცდილებას, რაც მათ დაეხმარებათ თავიანთი წვლილი შეიტანონ მშვიდობის დამყარებაში.