ენები

გორის სტუდენტებისათვის გაიმართა სემინარი თემაზე - “გავეცნოთ ევროკავშირს”


3-4 აპრილს, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა საინფორმაციო სემინარი თემაზე - “გავეცნოთ ევროკავშირს”. სემინარი   ევროკავშირის  ინსიტუტების,  გლობალურ   პოლიტიკაში ევროკავშირის როლის და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის  საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.
საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდა  ფონდი “ინტერნიუსის” პროექტის „გავეცნოთ ევროკავშირს“ ფარგლებში, რომელსაც  ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიზანი ევროკავშირის სტრუქტურებში და მისი მუშაობის სპეციფიკაში ქარათველი ახალგაზრდების ცოდნის გამოვლენა და მათთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაა.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ექვსი  სხვადასხვა უნივერსიტეტის (გორი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი, ახალციხე)  სტუდენტებისა და ლექტორებისათვის სემინარების მოწყობას.

სემინარის მსვლელობის დროს სტუდენტებს ევროკავშირის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური ფილმების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. გაიმართა დისკუსიებიც, რომელშიც  სტუდენტები  შესაშური აქტიურობით ჩაერთვნენ.
სემინარის დასასრულს 10-მა მონაწილემ მოამზადა თემა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. მათგან ოთხი საუკეთესო გამოარჩიეს, რომელთა ავტორებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები - MP3 პლეიერები.  სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.