დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში რეგიონებში პარტნიორი მედიაორგანიზაციები შეირჩა

internews

ცხრა რეგიონული მედიაორგანიზაცია მიიღებს მიკროგრანტს, მულტიმედია კონტენტს, აღჭურვილობას და ტექნიკურ დახმარებას, რათა შინაარსობრივად და ტექნოლოგიურად განავითარონ ონლაინ პორტალები. ეს ორგანიზაციებია:
1. გაზეთები: “სამხრეთის კარიბჭე” (ახალციხე) და “კახეთის ხმა” (თელავი);
3. ინტერნეტსაშუალება  www.qartli.ge/  (გორი);
2. ტელეკომპანიები:  “თრიალეთი TV” (გორი), “TV ბორჯომი” (ბორჯომი), “მეგა TV” (ხონი), “გურჯაანი TV” (გურჯაანი), “მე-9 ტალღა” (ფოთი) და რადიო “ძველი ქალაქი” (ქუთაისი). 

მათთვის მულტიმედიურ საინფორმაციო პაკეტებს, სახელწოდებით “GeorgiaPlus”, მოამზადებენ:
1. ჟურნალები “ინდიგო” და “ლიბერალი”;
2. ინტერნეტსაშუალებები “JamNews” და “MyAngle”;
3.  ჟურნალისტთა ჯგუფი. 
“GeorgiaPlus” -ის ინგლისურენოვანი ვერსიები უკრაინასა და მოლდოვაშიც გავრცელდება.

ასეთია კონკურსის შედეგები, რომელიც ინტერნიუსი საქართველომ ინტერნიუს ნეთვორქთან ერთად ჩაატარა პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში“ ფარგლებში.   პროექტის მიზანია გაზარდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს მედიაწიგნიერებას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

“პროექტი, რომლის მიზანია დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება და მედიაწიგნიერების გაზრდა ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი მოქალაქეების ინფორმირებას ემსახურება, რაც ამერიკული დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჟურნალისტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების მუშაობას აკვირდებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ შესაბამისი უნარები გააჩნდეთ. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ პროექტში მონაწილე მედიაორგანიზაციები ქართული ჟურნალისტიკის დღეს -- 21 მარტს დასახელდა,” განაცხადა აშშ საელჩოს პრესისა და კულტურის ატაშემ, კორტნი ოსტრიანმა.

პროექტი ასევე მხარს დაუჭერს ქართველ, მოლდოველ და უკრაინელ ჟურნალისტებს ერთობლივად აწარმოონ პროდუქცია, დააკავშირებს რეპორტიორებს და საინფორმაციო ტექნოლოგებს სასარგებლო ონლაინ ინსტრუმენტების შესაქმნელად, მედიაწიგნიერების ასამაღლებლად ახალგაზრდებს “ევროპულ კაფეში” მიიწვევს  და ხელს შეუწყობს ხანდაზმულთა საინფორმაციო ჩართულობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მაია მიქაშავიძეს, პროექტის დირექტორს (ტელ: +995 32 2923396/97, მობ: 599 589 704, ელ.ფოსტა: maia.mikashavidze@gmail.com )  ან შორენა ქოჩიაშვილს, პროექტის ასისტენტს (ტელ: +995 32 2923396/97, მობ: 598 404 401, ელ.ფოსტა: shorena@internews.com ) .