საინფორმაციო შეხვედრა ჟურნალისტებისთვის ევროკავშირის კლიმატის დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში

„ინტერნიუსი - საქართველო“ იწვევს ჟურნალისტებს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

შეხვედრის თემაა: ევროკავშირის კლიმატის დიპლომატიის კვირა, კლიმატის ცვილებების შესახებ პარიზის კონფერენციის შეთანხმება, რომელსაც 2017 წლის ივნისიდან საქართველო ოფიციალურად შეუერთდა, ევროკავშირის წვლილი საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილების პარიზის შეთანხმების შესრულებაში.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრები,  ელჩი იანოშ ჰერმანი, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 28 ივნისს თბილისში „საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ (შ. დადიანის 2/1). დასაწყისი 11:00 საათზე, ხანგრძლივობა: 3 საათი.

შეხვედრა იმართება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა 26 ივნისის ჩათვლით.

ეკა ბერიძე
პროექტის მენეჯერი
eka@internews.ge