"გავეცნოთ ევროკავშირს"
"ინტერნიუსი - საქართველო" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2007 წლიდან ახორციელებს პროექტს "გავეცნოთ ევროკავშირს". პროექტის მიზანია ევროკავშირის, როგორც მსოფლიო პოლიტიკის მონაწილის როლის აღნიშვნა; ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამჟამად არსებული პოლიტიკური ურთიერთობების და თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების პოპულარიზაცია.
პროექტის მიზნების განსახორციელებლად 2007-2010 წლებში საინფორმაციო სემინარები ჩატარდა საქართველოს 5 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, აჭარა) ჟურნალისტებისათვის, 6 ქალაქის (გორი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე, თელავი, ზუგდიდი) უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის.
2010 -2011 წლებში ასეთივე სემინარები ჩატარდება თელავის, ქუთაისისა და ბათუმის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის.
