ინტერნიუსის ორგანიზებით ქუთაისელი სტუდენტებისათვის ჩატარდა სემინარი - “გავეცნოთ ევროკავშირს”


29-30 მაისს,  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, მაგსიტრანტებისა და დოქტორანტებისთვის,   გაიმართა საინფორმაციო სემინარი თემაზე - “გავეცნოთ ევროკავშირს”. სემინარი   ევროკავშირის  ინსიტუტების,  გლობალურ   პოლიტიკაში ევროკავშირის როლის და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის  საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.

 

საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდა  ფონდი “ინტერნიუსის” პროექტის „გავეცნოთ ევროკავშირს“ ფარგლებში, რომელსაც  ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიზანი ევროკავშირის სტრუქტურებში და მისი მუშაობის სპეციფიკაში ქარათველი ახალგაზრდების ცოდნის გამოვლენა და მათთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაა.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ექვსი  სხვადასხვა უნივერსიტეტის (გორი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი, ახალციხე)  სტუდენტებისა და ლექტორებისათვის სემინარების მოწყობას. პირველი სემინარი, 3-4 აპრილს, გორის უნივერსიტეტის სტიდენტებისთვის  ჩატარდა.
სემინარის მსვლელობის დროს სტუდენტებს ევროკავშირის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური ფილმების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. გაიმართა დისკუსიებიც.
სემინარის დასასრულს 11-მა მონაწილემ მოამზადა თემა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. მათგან ოთხი საუკეთესო გამოარჩიეს, რომელთა ავტორებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები - MP3 პლეიერები.  სემინარის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.
პროექტ „გავეცნოთ ევროკავშირს“  ფარგლებში მომდევნო საინფორმაციო სემინარი 26-27 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  გაიმართება.