„ინტერნიუსი“ აცხადებს კონკურსს ახალგაზრდულ ტელეპროგრამა – „ჩვენ ექსპრესში” მონაწილეობის მისაღებად
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ფონდი “ინტერნიუსი” იწვევს 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. ნახევარ-ფინალისტები ჟურნალისტიკაში ერთ-კვირიან ტრენინგს გაივლიან. საბოლოოდ კი 6 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც სექტემბრიდან გადაცემა “ჩვენ ექსპრესს” მოამზადებენ.
კონკურსის პირობები:
ა) ასაკი - 14-დან 18 წლამდე;
ბ) ენა - ქართული, რუსული (სალაპარაკო);
გ) კომუნიკაბელურობა, კრეატიულობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსოთ ანკეტები და აუცილებლად დაურთოთ ფოტოსურათი. სასურველია წარმოადგინოთ სარეკომენდაციო წერილები. სიგელების, სერტიფიკატების, მოწმობების, დიპლომების ქსერო ასლები.
ანკეტები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: www.internews.ge და http://blog.teentv.ge, http://media.ge/files/Anketa_nusx1.doc , ან მიიღოთ ფონდ „ინტერნიუსის“ ოფისში - პაოლო იაშვილის ქ.#14/22, თბილისი 0105.
ანკეტების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 19 ივნისი, 19:00 სთ-მდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
შორენა ქოჩიაშვილს
პროექტის მენეჯერი
პაოლო იაშვილის ქ.#14/22, თბილისი 0105
ტელ: (+995 32) 92 33 95/96/97/98
ფაქსი: (+995 32) 92 04 25
shorena@internews.ge
www.internews.ge
http://blog.teentv.ge/