”ინტერნიუსი”: სასწავლო კურსი სატელევიზიო რეპორტაჟის წარმოებაში


”ინტერნიუსი”, ”რადიო ნიდერლანდების ტრენინგ-ცენტრი” (RNTC) (ნიდერლანდები) და “მედიის განვითარების ცენტრი” (MDC) (ბულგარეთი) ორგანიზებას უწევს 4-კვირიან (20 დღე) პრაქტიკულ სასწავლო კურსს საინფორმაციო გამოშვებისთვის სატელევიზიო რეპორტაჟის წარმოებაში.

 ღონისძიება ჩატარდება თბილისში ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი: 18-27 სექტემბერი (10 დღე)
მეორე ეტაპი: 5-16 ოქტომბერი (10 დღე; დასვენება 10-11 ოქტომბერს)
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 6 ჟურნალისტი. ორივე ეტაპზე დასწრება სავალდებულოა. ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
განაცხადების მიღების ბოლოს ვადაა 2009 წლის 14 სექტემბერი.
კურსი ორგანიზებულია სამწლიანი პროექტის - „ინიციატივა საქართველოში ელექტრონული მედიის განვითარებისათვის სასწავლო საქმიანობების გაძლიერების გზით“ (Georgian Initiative for the Enhancement of Broadcast Training Activities) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ MATRA-ს პროგრამის ფარგლებში. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ელექტრონული მედიის ინფორმაციული და საგანმანათლებლო როლის გაძლიერება.
სასწავლო კურსის პროგრამა და მეთოდოლოგია შემუშავებული იქნა ადგილობრივი ტრენერის მიერ ბულგარელი და ჰოლანდიელი პარტნიორების დახმარებით. კურსი მაქსიმალურად მიესადაგება ქართულ რეალობას და ასახავს ადგილობრივ საჭიროებებს. კურსს ჩაატარებს 4 ადგილობრივი ტრენერი.
კურსის მიზანი და სტრუქტურა:
სასწავლო კურსი პრაქტიკულ ხასიათს ატარებს, და ჩატარდება გარკვეული გამოცდილების მქონე ტელე ჟურნალისტებისთვის. კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას საინფორმაციო გამოშვებებისთვის სატელევიზიო რეპორტაჟის წარმოების კუთხით. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 6 ტელე ჟურნალისტი. სასწავლო კურსი უფასოა. რეგიონალურ ჟურნალისტებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის ხარჯები და უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით და სასტუმროთი. თბილისელი მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან სადილით და კოფე-ბრეიკებით. კონკურსში გამარჯვებული 6 ჟურნალისტი იღებს ვალდებულებას დაესწროს ტრენინგის 4 კვირას (20 სამუშაო დღე). წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილეები არ დაიშვებიან კურსზე და/ან გარიცხულნი იქნებიან კურსიდან.
მოთხოვნები:
• აპლიკანტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (როგორც რეპორტიორი, ახალი ამბების წამყვანი, საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი) და მოღვაწეობდეს რეგიონალურ ან ნაციონალური ტელე კომპანიაში.
• აპლიკანტის ტელე კომპანია რეგულარულად უნდა აწარმოებდეს საინფორმაციო პროგრამებს;
• აპლიკანტს უნდა გააჩნდეს იმის სურვილი, რომ შეიძინოს ან განავითაროს პროფესიული უნარ-ჩვევები საინფორმაციო გამოშვებისთვის სატელევიზიო რეპორტაჟის წარმოებაში; უნდა იყოს პროაქტიული და მოტივირებული;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• რეზიუმე ქართულ ენაზე, რომელიც ასახავს აპლიკანტის პროფესიულ და აკადემიურ მიღწევებს;
• მოტივაციის წერილი ქართულ ენაზე, რომელშიც ახსნილი იქნება თუ როგორ იმოქმედებს ამ კურსის გავლა მათ საქმიანობაზე. წერილის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას.
აპლიკაცია (რეზიუმე და მოტიცავიის წერილი) უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფორმატით ”ინტერნიუსის” შემდეგ ელ-მისამართზე: kakulia@internews.ge (ეკა კაკულია). ელექტრონული წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს ‘Training Course Applicant’. ასევე მიიღება ამობეჭდილი აპლიკაციებიც შემდეგ მისამართზე: 14/22 პაოლო იაშვილის ქ, თბილისი 0105. „ინტერნიუსის“ ტელეფონებია: 92-33-95/96/97არასრული აპლიკაციების წარმდგენი პირები ავტომატურად გაეთიშებიან კონკურსს. „ინტერნიუსი“ მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულებს დაუკავშირდება 2009 წლის 15 სექტემბერს დღის ბოლომდე.