ენები

პროექტი: "მედია აქტივობები: ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) რეგიონის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ევროკავშირის საქმიანობის წარმოჩენა"


პროექტი 2009 წლის იანვრიდან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ავტორები და იმპლემენტატორები არიან "ინტერნიუსი" საქართველოში, "მედიის მხარდაჭერის არასამთავრობო ორგანიზაცია-ინტერნიუსი" სომხეთში და "ინტერნიუს აზერბაიჯანი" აზერბაიჯანში. სამივე ქვეყანაში პროექტის განხორციელებას ზედამხედველობას უწევს "ინტერნიუს ევროპა" (საფრანგეთი), რომელიც ასევე პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში ევროპის ტერიტორიაზე განხორციელებული აქტივობებისთვის. 

პროექტის ქართული ნაწილის მიზანია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობების და თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია; ევროკავშირის საქმიანობის შესახებ საზოგადოებაში თავისუფალი და ობიექტური აზრის ჩამოყალიბება.

პროექტი ითვალისწინებს შემდეგ საქმიანობებს:

..