"გავეცნოთ ევროკავშირს" - საინფორმაციო სემინარი სტუდენტებისათვის


ფონდი "ინტერნიუსი"  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2009 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს "გავეცნოთ ევროკავშირს".  პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს 6 ქალაქის (გორი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი, ახალციხე) უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის საინფორმაციო სემინარების ჩატარებას. მოწვეული ექსპერტები: ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) დირექტორი კახა გოგოლაშვილი და ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძე სტუდენტებს ესაუბრებიან  ევროპული ინტეგრაციის, ევროკავშირის გაფართოების, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის შესახებ; ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამჟამად არსებული პოლიტიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ. სემინარები გაიმართა: გორის უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.