“საბავშვო გზაჯვარედინი“

“საბავშვო გზაჯვარედინი“ საერთაშორისო პროექტია, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ხორციელდება. პროექტის მიზანია მოზარდ თაობაში გარკვეული ფასეულობების დანერგვა და გადაწყვეტილებების მიღების უნარის გამომუშავება. ტელევიზიის და სოციალური ქსელების მეშვეობით სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ახალგაზრდებს შორის უპრეცედენტო კონტაქტის დამყარება.

პროექტ „საბავშვო გზაჯვარედინის“ ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო მედია-ბანაკების პარალელურად, ინტერნიუსი აწარმოებს ყოველკვირეულსაერთაშორისო ახალგაზრდულტელეგადაცემას„ჩვენი ექსპრესი“ (20-25 წუთი). ტელეპროგრამა "ჩვენიექსპრესი" 2005 წლის იანვრიდან გადის ეთერში და 15-21 წლამდეახალგაზრდებისმიერმზადდება. ახალგაზრდა ჟურნალისტების ჯგუფი მუდმივად ახალი წევრებით ივსება. შესარჩევ კონკურსებში ყოველ წელს დაახლოებით 200-მდე თინეიჯერი იღებს მონაწილეობას.

2012 წლიდან გადაცემის არსებობის შვიდწლიან ისტორიაში პირველად „ინტერნიუსმა“ შესარჩევი კონკურსი რეგიონებშიც ჩაატარა. ქუთაისი, გორი, თელავი, ნინოწმინდა, ზესტაფონი, გურჯაანი, რუსთავი - ეს ის ქალაქებია, რომლებზე გადაღებულ სიუჟეტებსაც გადაცემაში თითქმის ყოველ კვირას ნახავთ. 2013 წლის სეზონიდან ამ ჩამონათვალს ახალი ქალაქები დაემატება. ამავე წლიდან გადაცემის წარმოებაში ჩაერთვებიან ახალგაზრდები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.

"ინტერნიუსი" პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს აძლევს სამოქალაქო განათლებას, ჟურნალისტურ ცოდნას და უნარებს, უყალიბებს სწორ დამოკიდებულებებს და კოორდინაციას უწევს წარმოებას. “ჩვენი ექსპრესი“ საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, ისაუბრონ იმ საკითხების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ პირადად მათი, მეგობრებისა თუ თანატოლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. „ჩვენიე ქსპრესი“ ახალგაზრდების მიერ ახალგაზრდებისთვის შექმნილი ვიდეოკონტენტია.

გადაცემა ჯერ საზოგადოებრივ ტელევიზიაზე, შემდეგ ტელეკომპანია "იმედის" ეთერით გადაიცემოდა. 2012 წლიდან პროექტმა განაახლა ურთიერთობა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ამჟამად გადაცემა ყოველ კვირას დღის 11:00 საათზე სწორედ პირველი არხის ეთერში გადის, რის შემდეგაც „ჩვენი ექსპრესი“ რეგიონალურ ტელევიზიებს ეგზავნებათ. ამით გადაცემა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება რეგიონელი თინეიჯერებისთვის.

"ჩვენიექსპრესი" საქართველოში, სომხეთსადააზერბაიჯანშიადგილობრივ ენებზე გადაიცემა.პროექტს, 2007 წლამდე, USAID-იაფინანსებდა, მას შემდეგ კი ფინანსურ მხარდაჭერას ბრიტანეთის საელჩოს "კონფლიქტებისფონდი" (Foreign Commonwealth Office)ახორციელებს.

გადაცემების ნახვა სრული ფორმატით შეიძლება Vimeo-ს გვერდზე:
https://vimeo.com/chveniexpresi

ცალკეული სიუჟეტები იდება შემდეგვებ-მისამართზე: 
http://www.teentv.ge/

გადაცემასასევეაქვსსაკუთარიგვერდიYoutube-ზე:
http://www.youtube.com/user/internewsgeorgia

და Facebook-ზე:
http://www.facebook.com/chveniexpresi