Languages

მოგზაურობა ევროპაში


2009 წლის აპრილში საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ახალგაზრდა ჟურნალისტებმა, რომლებიც "ინტერნიუსის" ერთობლივ ახალგაზრდულ სატელევიზიო გადაცემა "საბავშვო გზაჯვარედინს" ამზადებენ ევროპაში იმოგზაურეს. თითოეულ ქვეყანას ორი ახალგაზრდა წარმოადგენდა. მათ ნიუ-იორკში არსებული დამოუკიდებელი მედია-ცენტრის, DCTV-ის მსოფლიოში ცნობილი კიბერ-ავტობუსით, რომელიც ამ პროექტისთვის სპეციალურად ნიუ-იორკიდან ევროპაში ჩაიტანეს, რამდენიმე ქვეყანა შემოიარეს.

მობილური სატელევიზიო სტუდიითა და ვიდეოკედლით აღჭურვილი კიბერ-ავტობუსით ორი კვირის მანძილზე ახალგაზრდებმა პარიზი, ლიონი, სტრასბურგი, კარლსრუე, ამსტერდამი, ბრიუსელი, ეინდჰოვენი, ბერგენი და დიუნკერკი მოინახულეს. კიბერ-ავტობუსის ვიდეოკედელზე ახალგაზრდა ჟურნალისტები სხვადასხვა ქალაქის მაცხოვრებლებს საკუთარ სიუჟეტებს უჩვენებდნენ.

პარიზიდან სტრასბურგის გავლით, ბრიუსელამდე მიმავალ გზაზე პროექტის მონაწილეები თავიანთი მომავალი სიუჟეტებისთვის მასალებსაც იღებდნენ. 

ამ მოგზაურობით ბავშვებმა ევროკავშირში ცხოვრების გარკვეული გამოცდილება მიიღეს. გადაღებულ მასალაზე დაყრდნობით სიუჟეტები მოამზადეს, რომელიც სატელევიზიო პროგრამა "ჩვენი ექსპრესით" (პროექტის "საბავშვო გზაჯვარედინი" ქართული გადაცემა) იქნება ნაჩვენები. ეს არის ექვსი 3-4 წუთიანი სიუჟეტი, რომლებიც  ახალგაზრდა ჟურნალისტების ევროპაში მოგზაურობაზე მოგვითხრობს, იმაზე თუ რა ნახეს და რამ მოახდინა მათზე შთაბეჭდილება.

 

..