Languages

დოკუმენტური ფილმები


"ინტერნიუსი" მუშაობს 10 დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე. ოცწუთიან დოკუმენტურ ფილმებში ასახული იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სფეროები. თითოეული ფილმი ერთ კონკრეტულ თემას მიეძღვნება, პროექტს, რომელსაც ევროკავშირი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველოში ახორციელებს.

ფილმებზე "ინტერნიუსის" მიერ აყვანილი რეჟისორი და ჟურნალისტები მუშაობენ.

დოკუმენტური ფილმები ნაჩვენები იქნება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით. მათი გადაღება და ჩვენება ორ ციკლად არის გათვალისწინებული. პირველ ხუთ ფილმს მაყურებელი 2010 წლის იანვარ-თებერვალში იხილავს, მომდევნო ხუთს კი - 2010 წლის მაის-ივნისში.

ფილმები ასევე თარგმნილი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ეროვნული უმცირესობებით ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონების მცხოვრებლებისთვის. თარგმნილი ფილმები ადგილობრივი ტელევიზიების ეთერით იქნება ნაჩვენები. კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტელეკომპანიების "ATV-12" (ახალქალაქი) და "ფარავანი" (ნინოწმინდა), ხოლო  ქვემო ქართლის რეგიონში -  "მე-12 არხის" (ბოლნისი) და "მარნეული TV"-ის  (მარნეული) ეთერით.

..